logo_geo
პოჩეტინომ ჩემპიონთა ლიგაზე ორი ფავორიტი გუნდი დაასახელა
- +

15 სექტემბერი. 2021. 18:54

 

 

პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა, მაურისო პოჩეტინომ ჩემპიონთა ლიგაზე ორი ური უმთავრესი ფავორიტი დაასახელა.

 

„ტურნირის ფავორიტები ჩვენ და „ჩელსი“ ვართ, თუ გავითვალისწინებთ, როგორი ფეხბურთელები დავიმატეთ,  – ციტირებს პარიზელთა დამრიგებლის სიტყვებს RMC Sport. – ვფიქრობ, რომ „ჩელსის“ და პსჟ საუკეთესო გუნდებია.

 

ლონდონელები ჩემპიონის ტიტულს დაიცავენ. ისინი კიდევ უფრო გაძლიერდნენ და კარგი ფეხბურთელები დაიმატეს. ზაფხულის სატრასნფერო ფანჯრის პერიოდში მათ ჩვენზე მეტი დახარჯეს“.

 

შეგახსენებთ, რომ პოჩეტინოს შეგირდები დღეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში „ბრიუგეს“ დაუპირისპირდებიან.

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი