logo_geo
როჯერ ფედერერი: ერთმა ქალმა სამუდამოდ შეცვალა ჩოგბურთი #1TVSPORT
- +

15 სექტემბერი. 2021. 23:26

 

მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა, შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა ინტერვიუში მოყვა იმის შესახებ, თუ რომელმა ქალმა მოახდინა ყველაზე დიდი გავლენა ჩოგბურთის თანამედროვე სტილზე.

 

„ერთმა ქალმა სამუდამოდ შეცვალა ჩოგბურთის სამყარო. რა თქმა უნდა, ვლაპარაკობ მარტინა ნავრატილოვაზე და მის თამაშზე ბადესთან. იმ დროს მამაკაცთა და ქალთა ტურები ერთმანეთს ჰგავდნენ. უყურეთ ვილასსა და ბორგს, მათ გათამაშებებს. ისინი დარბოდნენ წინ და უკან, წინ და უკან. ან, მაგალითად, კრის ევერტი.

 

და შემდეგ ჩნდება ნავრატილოვა და ყოველი ბურთისთვის ბადესთან გარბის. და ყველა ამბობს: „აი, ეს მუშაობს“, – განაცხადა ფედერერმა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი