logo_geo
პელე ისევ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს
- +

18 სექტემბერი. 2021. 10:09

 

 

ლეგენდარული ბრაზილიელი ფორვარდი პელე ჯანმრთელობის გაუარესების გამო, ისევ გადაიყვანეს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, – წერს ESPN.

 

წყაროს ცნობით, 80 წლის ბრაზილიელის ხელმეორედ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოთავსება რეფლექსური დაავადებითაა  გამოწვეული.

 

შეგახსენებთ, რომ პელე 30 აგვისტოს მოათავსეს სან-პაულუს კერძო კლინიკაში გეგმიური გამოკვლევის გასავლელად. 6 სექტემბერს, ბრაზილიელმა ოპერაცია გადაიტანა ერთ-ერთ-ნაწლავში სიმსივნის მოსაშორებლად. რამდენიმე დღის წინ, პელე ჩვეულებრივ პალატაში გადაიყვანეს.

 

პელეს ჯანმრთელობაზე კომენტარი მისმა ქალიშვილმა კელი ნასიმენტუმ გააკეთა და „ინსტაგრამში“ მამასთან ერთად კლინიკაში გადაღებული უახლესი ფოტოც გამოაქვეყნა: „აღდგენა ნორმის ფარგლებში მიმდინარეობს. მისი ასაკის ადამიანისთვის ნორმალურია, რომ მსგავსი ოპერაციების შემდეგ, ხანდახან გიწევს ორი ნაბიჯის გადადგმა წინ და ერთის – უკან. ის გუშინ გადაიღალა და პატარა ნაბიჯი ჰქონდა უკან, მაგრამ დღეს ორი ნაბიჯი წინ გადადგა“.

 

 

big_banner
არქივი