logo_geo
ტოჩინოშინი იჩიამამოტოსთან დამარცხდა
- +

19 სექტემბერი. 2021. 16:15

 

 

 

ტოჩინოშინი შემოდგომის სუპერტურნირზე მე-15 მაეგაშირა იჩიამამოტოს დაუპირისპირდა და ქართველი სუმოისტი 27 წლის იაპონელთან იორიკირის ილეთით დაამარცხდა.

 

აკი ბაშოს მერვე დღეს ტოჩინოშინს ორი მოგება და ექვსი მარცხი აქვს, რაც ქართველ სპორტსმენს დადებითი ბალანსის დაფიქსირების უმცირესს შანსს უტოვებს. ლევან გორგაძე მიზანს მხოლოდ მაშინ მიაღწევს, თუ დარჩენილი შვიდი ბრძოლიდან ექვსს მოიგებს.

 

ტოჩინოშინის მომდევნო მოწინააღმდეგე დასავლეთის მე-15 მაეგაშირა ჩიიონო იქნება, რომელსაც შემოდგომის მიმდინარე სუპერტურნირზე სამი მოგება მოგება და ხუთი მარცხი აქვს. ლევან გორგაძე ჩიინოს აქამდე მხოლოდ ერთხელ დაუპირისპირდა და ის ორთაბრძოლა ქართველი სუმოისტის გამარჯვებით დასრულდა.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი