logo_geo
ნიკოლოზ ბასილაშვილი მეცის ტურნირის მეოთხედფინალშია
- +

24 სექტემბერი. 2021. 19:29

 

 

„ნიკოლოზ ბასილაშვილმა საფრანგეთის ქალაქ მეცში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის მეოთხედფინალში გასვლა მოახერხა“, - ინფორმაციას საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია ავრცელებს.

 

მე-8 ნომრად განთესილმა ბასილაშვილმა ესპანელ ალეხანდრო დავიდოვიჩ ფოკინასთან სამ საათიანი მატჩი გამართა, ოთხი მატჩ პოინტი გადაარჩინა და ანგარიშით 0:6, 6:4, 7:6 (7:4) მოიგო.

 

მეოთხედფინალში მისი მეტოქე ტურნირზე მესამე ნომრად განთესილი, ფრანგი გაელ მონფილსი იქნება.

 

ტურნირის საპრიზო ფონდი 481 270 ევროა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი