logo_geo
ტარიელ ხეჩიკაშვილი: თუ ვითარება შეიცვლება, არა მარტო მე დავრჩები ფეხბურთში, ბევრი ახალი ინვესტორიც მოვა
- +

24 სექტემბერი. 2021. 20:07

 

 

საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს“ პრეზიდენტმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ სტუმრობისას წამოაყენა იდეა, რომ სეზონის ბოლოს დიდი საფეხბურთო ფორუმი გაიმართოს და ქართულ ფეხბურთში არსებულ პრობლემებზე იმსჯელონ.

 

„რაც შეეხება „საბურთალოს“, სეზონი რომ მორჩება, ვფიქრობთ, დროა, საფეხბურთო ფორუმი გაიმართოს, რომელშიც ვეტერანი ფეხბურთელები, გულშემატკივრები, მედიის და ფედერაციის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. ერთად უნდა შევიკრიბოთ და ერთმანეთის პატივისცემით უნდა ვთქვათ, დღეს სად ვართ და როგორ უნდა ვიაროთ“, – ამბობს ტარიელ ხეჩიკაშვილი.

 

„საბურთალოს“ პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ ჯერ კიდევ არის შანსი, ინვესტორებმა ქართული ფეხბურთისკენ გამოიხედონ:

 

„ვფიქრობ, ქართულ ფეხბურთში თუ გარემო უკეთესობისკენ შეიცვალა და ინვესტორმა დაინახა, რომ ჩვენთან ფეხბურთი დაძაბულობის კერა და კნინობით ფორმაში სასაუბრო თემა არ არის, მაშინ არა მარტო მე დავრჩები, არამედ ბევრი ახალი ინვესტორიც მოვა. თუ არაფერი შეიცვალა და ერთმანეთის განკითხვაში ვიქნებით, მაშინ ვითარება კიდევ უფრო გაუარესდება. იმედი დავიტოვოთ, რომ გონიერება გვეყოფა, პირად ამბიციებზე ზემოთ დავდგებით და ვემსახურებით ჩვენს საყვარელ სპორტს და ქართულ ფეხბურთს“, – განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი