logo_geo
დიდი ბრძოლის მოლოდინში - ჯოშუა უსიკზე რვა კილოგრამით მძიმე აღმოჩნდა
- +

24 სექტემბერი. 2021. 20:45

 

 

კრივის სამყარო დიდი დაპირისპირების მოლოდინშია – სასწორზე WBA Super, WBO, IBF, IBO-ის ტიტულებია.

 

ხვალ  მძიმეწონოსანი ჩემპიონები, უკრაინელი ალექსანდრ უსიკი და ბრიტანელი ენტონი ჯოშუა ერთმანეთს რინგზე დაუპირისპირდებიან.

 

დღეს კი მეტოქეების აწონვის ტრადიციული პროცესი ჩატარდა და აღმოჩნდა, რომ ენტონი ჯოშუა ალექსანდრ უსიკზე რვა კილოგრამით მძიმეა.

 

უსიკი 100,2 კილოგრამს იწონის, ჯოშუა – 108.8 კგ-ს.

 

34 წლის უკრაინელ მოკრივეს პროფესიონალურ კარიერაში 18 ბრძოლა აქვს ჩატარებული და ყველა უსიკის გამარჯვებით დასრულდა (13 ნოკაუტით).

 

31 წლის ჯოშუას კი კარიერაში 24 გამარჯვება (22 ნოკაუტით) და მხოლოდ ერთი მარცხი აქვს.

 

ბრძოლა ლონდონში, „ტოტენჰემის“ სტადიონზე გაიმართება.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი