logo_geo
ნიკოლოზ ბასილაშვილი მეცის ტურნირის ნახევარფინალში დამარცხდა
- +

24 სექტემბერი. 2021. 22:26

 

 

ნიკოლოზ ბასილაშვილი საფრანგეთში, ქალაქ მეცში მიმდინარე ტურნირს გამოეთიშა. მეოთხედფინალში​ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე ფრანგი გაელ მონფილსი იყო, ვისთანაც ნიკოლოზმა მატჩი ორ სეტში 3:6, 3:6 დათმო.

 

აღსანიშნავია, რომ ბასილაშვილმა მეოთხედფინალამდე იტალიელი ჯანლუკა მაგერი და ესპანელი ალეხანდრო დავიდოვიჩ-ფოკინა დაამარცხა.​

 

ნახევარფინალში​ მონფილსის მეტოქე დანიელ ჰოლგერ რუნესა და ესპანელ პაბლო კარენო ბუსტას შორის გამარჯვებული იქნება.

 

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი