logo_geo
დანი ალვეშმა კონტრაქტს ხელი არ მოაწერა და კლუბის გარეშე დარჩა
- +

25 სექტემბერი. 2021. 02:00

 

 

„ლეგენდარულმა ბრაზილიელმა მცველმა, დანი ალვეშმა და „სან პაულომ“ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. შედეგად, ფეხბურთელი კლუბის გარეშე დარჩა“, – იუწყება O Globo.

 

ბრაზილიაში სატრანსფერო ფანჯარა დღეს, 24 ივნისს დაიხურება და დანი ალვეშს სამშობლოს ფარგლებს გარეთ მოუწევს ახალი გუნდის ძებნა.

 

ბოლო პერიოდში დანი ალვეშით „ფლუმინენსე“ იყო დაინტერესებული, მაგრამ წარმატებით ვერც ეს გარიგება დაგვირგვინდა.

 

როგორც პრესაში ხშირად აღნიშნავენ, დანიელ ალვეშ და სილვასთან მოლაპარაკებისას კლუბები მის ძალიან პრინციპულ ხასიათს აწყდებიან და ბრაზილიელისთვის ფინანსური საკითხები მეორეხარისხოვანია.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი