logo_geo
UFC-ის ვარსკვლავი ჯონ ჯონსი ოჯახური ძალადობის ბრალდებით დააკავეს
- +

25 სექტემბერი. 2021. 13:17

 

UFC-ის ნახევრად მძიმე წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრის მფლობელი, ჯონ ჯონსი, ლას-ვეგასში, ოჯახური ძალადობისა და ავტომობილის დაზიანებისთვის დააკავეს, - ამის შესახებ Al Jazeera წერს.

 

„ამბავი ჯერ კიდევ ვითარდება, ჩვენ ჯერ არ ვიცით სრული ისტორია. ასე რომ, არ ვაპირებ რაიმე კომენტარის გაკეთებას, ვიდრე არ მექნება ჯონთან საუბრის საშუალება“, - განაცხადა ჯონსის მრჩეველმა, რიჩარდ შეფერმა.

 

სპორტსმენი წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება და მისი სასამართლო პროცესი დღესაა ჩანიშნული.

 

მომხდარის დეტალები უცნობია. მედიისთვის არც ისაა ცნობილი, კონკრეტულად ვისზე იძალადა 34 წლის ჯონსმა.

big_banner
არქივი