logo_geo
ტატო გრიგალაშვილი ზაგრების გრან პრის ჩემპიონია
- +

25 სექტემბერი. 2021. 22:04

 

 

ზაგრების გრან პრიზე ტატო გრიგალაშვილი ჩემპიონი გახდა. ქართველმა ძიუდოისტმა 81 კგ წონით კატეგორიაში შესანიშნავად იასპარეზა და ოქროს მედალს დაეუფლა.

 
 
 
ტატო პირველი წრისგან თავისუფალი იყო, შემდეგ კი მოლდაველი ნიცონ ზაბოროსჩიუ დაამარცხა, რასაც ფრანგ ბაპტისტე პიერთან გამარჯვება მოჰყვა და ნახევარფინალში აღმოჩნდა. იქ გრიგალაშვილმა ნიდერლანდელი ჯიმ ჰეიმანიც დაამარცხა და ფინალში ბრაზილიელ გილერმე შმიდტს შეხვდა, რომელსაც ვაზარით მოუგო და ზაგრების გრან პრის ჩემპიონობა მოიპოვა.
 
წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი