logo_geo
უკრაინელმა ალექსანდრ უსიკმა ენტონი ჯოშუა დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა
- +

26 სექტემბერი. 2021. 10:23

 

 

 

„უკრაინელმა ალექსანდრ უსიკმა, ტოტენჰემის სტადიონზე, ენტონი ჯოშუა 12 რაუნდში, ანგარიშით 117-112, 116-112, 115-113 დაამარცხა“, - ამის შესახებ BBC წერს.

 

არსებული ინფორმაციით, დაპირისპირებისას, ჯოშუას თვალის ბუდე დაუზიანდა, რის გამოც, შესაძლოა, სამედიცინო ჩარევა დასჭირდეს. „თქვა, რომ მეცხრე რაუნდის შემდეგ ვეღარ ხედავდა“, - ამბობს სპორტსმენის წარმომადგენელი მედიასთან.

 

ენტონი ჯოშუა თანამედროვეობის ერთ-ერთი გამორჩეული ათლეტია - მოკრივე, რომელიც არაერთ საჩემპიონო ქამარს ფლობს და დაცვა და შეტევა ერთნაირად კარგად ეხერხება.

 

უსიკი მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონის სტატუსს ფლობს. მას კარიერაში 20-მდე ბრძოლა აქვს მოგებული, რომელთაგანაც, დაპირისპირებათა უმეტეს შემთხვევაში, ნოკაუტით გაიმარჯვა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი