logo_geo
ცნობილია, რომელი მოჭიდავეები წარადგენენ საქართველოს 2021 წლის ჩემპიონატზე
- +

28 სექტემბერი. 2021. 12:47

 

 

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა, გიორგი იანტბელიძის ხელმძღვანელობით, მსოფლიოს 2021 წლის ჩემპიონატზე დასაყენებელი შემადგენლობა დაასახელა. განაცხადში არიან ბექა ლომთაძე (61 კგ) და გენო პეტრიაშვილი (125 კგ), რომლებიც ხალიჩაზე მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონების რანგში გავლენ.

 

მსოფლიოს ჩემპიონატს ნორვეგიის დედაქალაქი ოსლო 2 ოქტომბრიდან უმასპინძლებს. საქართველოს სახელით, კონკურენციაში შემდეგი სპორტსმენები ჩაებმებიან:

 

57 კგ - გოგა ძიგუა;

 

61 კგ - ბექა ლომთაძე;

 

65 კგ - ედემი ბოლქვაძე;

 

70 კგ - ზურაბ იაკობიშვილი;

 

74 კგ - ავთანდილ კენჭაძე;

 

79 კგ - ნიკა კენჭაძე;

 

86 კგ - სანდრო ამინაშვილი;

 

92 კგ - ირაკლი მწითური;

 

97 კგ - ელიზბარ ოდიკაძე;

 

125 კგ - გენო პეტრიაშვილი;

 

მთავარი მწვრთნელი გიორგი იანტბელიძეა. მწვრთნელთა შორის, ასევე, არიან დავით ოთიაშვილი, ლევან ჩერტკოევი და დავით პოღოსიანი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი