logo_geo
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის 1/2 ფინალში გავიდა
- +

1 ოქტომბერი. 2021. 00:46

 

 

ესპანეთის ქალაქ სიტჯესში მიმდინარე ქალ მოჭადრაკეთა მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წევრებმა 1/4 ფინალური ეტაპის პირველი შეხვედრა აზერბაიჯანის გუნდთან გამარჯვებით დაასრულეს.

 

ქართველმა მოჭადრაკეებმა 3,5:0,5 მოიგეს. განმეორებითი ტურის პარტიებში კი საქართველოს ნაკრების წევრებმა ყაიმი 2:2 დააფიქსირეს და 1 ოქტომბერს 1/2 ფინალურ მატჩებს ჩაატარებენ.

 

1/2 ფინალურ ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქე ინდოეთის გუნდი იქნება.

 

მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის 1/4 ფინალური შეხვედრების შედეგები:

 

ინდოეთი – ყაზახეთი 2:2. 2,5:1,5.

 

ფიდე ამერიკა რუსეთი 0:4. 1:3

 

უკრაინის გუნდი პირველ შეხვედრაში სომხეთთან 1:3 დამარცხდა, მეორე კი 3,5:0,5 მოუგო და ბრძოლა ტაი-ბრეიკში გაგრძელდა. აქ ძლიერები კვლავ უკრაინელები აღმოჩნდნენ და სწრაფ პარტიებში 3:1 იმარჯვეს და ხვალ 1/2 ფინალში რუსებს შეხვდებიან.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი