logo_geo
ვის დაუპირისპირდებიან ქართველი მოჭიდავეები მსოფლიო ჩემპიონატის დღევანდელ შეხვედრებში
- +

4 ოქტომბერი. 2021. 11:15

 

 

„დღეს, მსოფლიოს ჩემპიონატზე, თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ოთხ წონით კატეგორიაში გათამაშდება მედლები. ორ წონაში კი წინასწარი ეტაპისა და ნახევარფინალური შეხვედრები გაიმართება“, - ინფორმაციას ჭიდაობის ფედერაცია ავრცელებს.

 

ირაკლი მწითური (92 კგ) რეპეშაჟის ნახევარფინალში უკრაინის ნაკრების წევრ ვლასოვს დაეჭიდება. ამ წყვილში გამარჯვებულს, ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ამერიკელი კოქსი ელის.

 

70 კილოგრამ წონით კატეგორიაში ზურაბ იაკობიშვილი გავა ხალიჩაზე. 97-ში კი ელიზბარ ოდიკაძე იჭიდავებს. იაკობიშვილის პირველი მეტოქე ინდოელი სუშილი იქნება. ოდიკაძის - ირანელი გოლიჯი

 

იკა კენჭაძე (79 კგ) რეპეშაჟის ფინალშია, ოღონდ ჯერ უცნობია, ვინ იქნება მისი მეტოქე ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში - იტალიელი კანევა, სომეხი ავაგიანი თუ ფრანგი ალეკმა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი