logo_geo
საქართველო-საბერძნეთის მატჩის ბილეთები ერთ დღეში გაიყიდა
- +

7 ოქტომბერი. 2021. 10:21

 

 

ლიმიტი სრულად ათვისებულია – 9 სექტემბერს საქართველო-საბერძნეთის 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრის ბილეთები სრულად გაიყიდ, ინფორმაციას ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.

 

„მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია. გელით 9 ოქტომბერს ბათუმის ახალ არენაზე“, – წერია სფფ-ის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 9 სექტემბერს საქართველო-საბერძნეთის 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრას გულშემატკივართა შეზღუდული რაოდენობა დაესწრება. საბჭომ სტადიონის ტევადობის 33 პროცენტის შესაბამისი გულშემატკივართა რაოდენობა დაუშვა.

საქართველო-საბერძნეთის მატჩის, ბილეთების გაყიდვა, 6 ოქტომბერს დღის 12:00 საათზე დაიწყო. შეხვედრაზე დასასწრები ყველა ბილეთის რეალიზაცია ონლაინ რეჟიმში TKT.ge-ზე მოხდა. ბილეთის ფასი 5, 15 და 25 ლარი გახლდათ და დღის ბოლოს ერთი ბილეთიც აღარ დარჩა.

 

გაიყიდა 6 600 ბილეთი.

 

ქვეყანაში არსებული Covid 19-ის რეგულაციების დასაცავად და უსაფრთხოების ნორმების უზრუნველსაყოფად გარკვეული პირობებია შესასრულებელი.

 

  1. სტადიონის ტერიტორიაზე სავალდებულოა პირბადის ტარება.

 

  1. სოციალური დისტანციის დასაცავად, აუცილებელია, ყველა გულშემატკივარმა დაიკავოს ბილეთზე მითითებული ადგილი.

 

  1. შესასვლელთან გულშემატკივარმა უნდა წარმოადგინოს: მატჩის ბილეთი, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი/ან 72 საათიანი ვალიდურობის PCR ტესტის უარყოფითი პასუხი/ან 24 საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტის უარყოფითი პასუხი/ან ბოლო 6 თვის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციის გადატანის დამადასტურებელი ცნობა.

 

აღნიშნული ვრცელდება არასრულწლოვან პირებზეც.

 

სტადიონის შესასვლელები გაიღება 17:00 საათიდან. სტადიონის შიდა ტერიტორიაზე მოხვედრა მხოლოდ ბილეთზე მითითებული შესასვლელი კარით იქნება შესაძლებელი.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი