logo_geo
საბა ინანეიშვილმა საქართველოს მეოთხე ოქრო მოუტანა
- +

9 ოქტომბერი. 2021. 20:13

 

იტალიის ქალაქ ოლბიაში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის დასკვნით დღეს, ქართველმა ძიუდოისტებმა ისტორიულ წარმატებას მიაღწიეს.

 

ჩვენმა ორმა სპორტსმენმა – ილია სულამანიძემ (100) და მძიმეწონოსანი საბა ინანეიშვილმა ტურნირის ოქროს მედლები მოიპოვეს. ინანეიშვილმა ფინალში უნგრელ სპორტსმენს დამატებით დროში სუფთა გდებით სძლია და საქართველოს ნაკრებს ტურნირზე მეოთხე ოქრო მოუტანა.

 

ფინალურ ბლოკში კარგად იასპარეზა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ირაკლი დემეტრაშვილმა (+100).

 

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო პირველობაზე საქართველოს ყულაბაში დღემდე ორი ოქროს მედალი გახლდათ. ჩემპიონები გიორგი სარდალაშვილი (60 კგ) და გიორგი შერაზადიშვილი (81 კგ) გახდნენ.

 

დღევანდელი წარმატების შემდეგ კი საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ოთხი ოქროს მედლით და ერთი ბრინჯაოთი საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე გავიდა.

 

https://1tv.ge/news/msoflios-akhalgazrduli-chempionati-dziudoshi-inaneishvilma-saqartvelos-meotkhe-oqro-moutana-video-1tvsport/

 

 

 

big_banner
არქივი