logo_geo
საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთთან დამარცხდა
- +

9 ოქტომბერი. 2021. 22:45

 

 

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ ტურში საბერძნეთთან დამარცხდა.

 

მატჩი ბათუმის არენაზე გაიმართა. შეხვედრის დაწყებამდე მატჩის მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ბათუმის ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა ხსოვნას.

 

შეხვედრა ანგარიშით 0:2 დასრულდა. პირველი ბურთი საქართველოს ნაკრების კარში 90-ე წუთზე გავიდა, როცა ბაკასეტასმა თერთმეტმეტრიანი გამოიყენა. შეხვედრის 90+5 წუთზე კი გოლი მასპინძლების კარში პელკასმა გაიტანა.

 

https://imedinews.ge/ge/sporti/221905/saqartvelos-erovnuli-nakrebi-saberdznettan-damartskhda

 

 

big_banner
არქივი