logo_geo
იაკობ ქაჯაიამ მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
- +

9 ოქტომბერი. 2021. 23:43

 

ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე მძიმეწონოსანი იაკობ ქაჯაია ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

 

მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ქართველმა ფალავანმა თურქი სპორტსმენი დაამარცხა. შეგახსენებთ, რომ იაკობ ქაჯაიამ პეკინი 2020-ის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

 

ბოლო საშეჯიბრო დღის წინ ოსლოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ანგარიშზე ორი ბრინჯაოს მედალია.

 

ხვალ ტურნირზე ფინალში იჭიდავებს ლერი აბულაძე (63კგ), მესამე ადგილისთვის იბრძოლებს რამაზ ზოიძე (67კგ), ლაშა გობაძე (87კგ) კი ბრინჯაოს მედლის მოპოვებას რეპეშაჟიდან შეეცდება.

 

 

big_banner
არქივი