logo_geo
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ყოფილი კაპიტანი ზურაბ დათუნაშვილი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა
- +

11 ოქტომბერი. 2021. 11:44

 

 

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ყოფილი კაპიტანი ზურაბ დათუნაშვილი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

 

30 წლის სპორტსმენმა, რომელიც ტურნირზე სერბეთის სახელით ჭიდაობდა, გადამწყვეტ შეხვედრაში ბელარუსი კირილ მასკევიჩი დაამარცხა. ფინალამდე დათუნაშვილმა სამ მეტოქეს, მათ შორის კი ქართველ ლაშა გობაძეს მოუგო. ის წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყნის სახელით გამოდიოდა, თუმცა საქართველო რამდენიმე წლის წინ ფედერაციის პრეზიდენტთან არსებული კონფლიქტის გამო დატოვა.

 

რაც შეეხება მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების გამოსვლას, ქართველმა სპორტსმენებმა 1 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

 

 

big_banner
არქივი