logo_geo
სანდრო მამუკელაშვილი NBA-ს საგამოფენო მატჩზე საქართველოს ნაკრების ჰუდით მივიდა
- +

11 ოქტომბერი. 2021. 17:51

 

 

NBA-ს მორიგ საგამოფენო მატჩში ითამაშა სანდრო მამუკელაშვილმა, რომელმაც წინა შეხვედრაში, 2 დღის წინ კარიერის საუკეთესო მატჩი ჩაატარა და „ბრუკლინთან” ბრძოლაში წაგებულ მატჩში 30 წუთში 20 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა. ამჯერად სანდროს 10 წუთით ნაკლები სათამაშო დრო მიეცა, რისი მიზეზიც მილუოკელთა სუპერვარსკვლავის, იანის ადეტოკუმბოს ტრავმიდან მობრუნებაა. ოკლაჰომა თანდერთა შინ გამართულ მატჩში იანისმა 17 წუთში 8 ქულა, 9 მოხსნა და 6 პასი მიითვალა, „მილუოკიმ” კი მეტოქე 130:110 დაამარცხა, - ინფორმაციას კალათბურთის ფედერაცია ავრცელებს.

 

სასტარტო ხუთეულში ფორვარდის პოზიციაზე სწორედ ადეტოკუმბო გახლდათ, მამუკელაშვილმა კი შეცვლაზე ითამაშა და მოედანზე გატარებულ 20:03 წუთში 7 ქულის, 2-2 მოხსნა-პასის მოგროვება შეძლო. სანდრომ ერთი სამქულიანი ტყორცნა და ისიც ზუსტად, მისი 4 ორქულიანიდან კი შედეგიანი 2 აღმოჩნდა. ქართველ კალათბურთელს ერთი მოხსნა შეტევაში ჰქონდა, ერთიც დაცვაში. ამასთან, ბურთი ერთხელ დაკარგა, ორჯერ კი დაჯარიმდა.

 

მატჩზე სანდრო მამუკელაშვილი საქართველოს ეროვნული ნაკრების სპორტული ზედა ტანისამოსით (ჰუდით) მივიდა, რითაც ხაზი გაუსვა მის დამოკიდებულებას სამშობლოსა და ჩვენი ეროვნული გუნდის მიმართ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი