logo_geo
„თქვენზე ბევრია დამოკიდებული, უნდა შეძლოთ“ - შოთა არველაძემ კვარაცხელიასა და ჩაკვეტაძეს მიმართა
- +

11 ოქტომბერი. 2021. 18:37

 

 

შოთა არველაძემ საბერძნეთთან წაგებული მატჩის შემდეგ სოციალურ ქსელში ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი ჩაკვეტაძის სურათი გამოაქვეყნა.

 

„რთული პერიოდია და თქვენზე ბევრი რამეა დამოკიდებული. უნდა შეძლოთ!“, – ასეთი იყო მოწოდება, რომლითაც შოთა არველაძემ ეროვნული ნაკრების ორ ყველაზე იმედისმომცემ ახალგაზრდა ფეხბურთელს მიმართა.

 

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის მეორე შესარჩევ ჯგუფში საქართველოს ნაკრებმა 5 ტურის შემდეგ მხოლოდ ქულა დააგროვა – გარდა იმისა, რომ ვილი სანიოლის გუნდმა მეორე-მესამე ადგილებზე გასვლის თეორიული შანსიც კი დაკარგა, ბოლო ადგილზეა და კოსოვოსთანაც კი წააგო.

 

რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში „ჯვაროსნებს“ 9 წელია აღარ მოუგიათ, რაც ხალხის სამართლიან აღშფოთებას იწვევს.

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები მორიგ მატჩს კოსოვოსთან 12 ოქტომბერს პრიშტინას ფადილ ვოკრის სახელობის სტადიონზე გამართავს. დაპირისპირება თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

 

 

right_banner big_banner
არქივი