logo_geo
ნიკოლოზ ბასილაშვილი „ინდიან უელსის“ მეოთხედფინალშია
- +

14 ოქტომბერი. 2021. 10:37

 

„ინდიან უელსის“ მასტერსის ტურნირის მერვედფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა რუსი კარენ ხაჩანოვი ორ სეტში, 6:4, 7:6 დაამარცხა.

 

ბასილაშვილმა „ინდიან უელსზე“ ასპარეზობა პირდაპირ მეორე წრიდან დაიწყო. მისი პირველი მეტოქე, საკვალიფიკაციო წრიდან გასული ამერიკელი კრისტოფერ იუბენქსი ნიკამ ორ სეტში დაამარცხა, მესამე წრეში კი ესპანელი ალბერტ რამოს-ვინოლასის წინააღმდეგობა დაძლია.

 

მეოთხედფინალში ბასილაშვილის მეტოქე მსოფლიოს მე-3 ჩოგანი, ბერძენი სტეფანოს ციციპასი იქნება.

 

 

right_banner big_banner
არქივი