logo_geo
დღეს ნიკოლოზ ბასილაშვილი სტეფანოს ციციპასს დაუპირისპირდება
- +

15 ოქტომბერი. 2021. 12:05

 

 

დღეს ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP 1000 Masters Indian Wells-ის მეოთხედფინალურ შეხვედრას ჩაატარებს. მისი მეტოქე მსოფლიოს მესამე ჩოგანი, ბერძენი სტეფანოს ციციპასია, - ინფორმაციას ჩოგბურთის ფედერაცია ავრცელებს.

 

ბასილაშვილი და ციციპასი ამ დრომდე ერთმანეთს ორჯერ დაუპირისპირდნენ და ორივე მატჩი ბერძენის გამარჯვებით დასრულდა. 2019 წელს ATP 500 Beijing China ზე სტეფანოს ციციპასმა 2-1 დაამარცხა, ხოლო ავსტრალიის ღია პირველობაზე სპორტსმენებმა 4 სეტი ითამაშეს, საიდანაც პირველი სეტი ბერძენის , მეორე ქართველის და მესამე -მეოთხე სეტები ბერძენის გამარჯვებით დასრულდა.

 

დღევანდელი მონაცემებით, ნიკოლოზ ბასილაშვილი, 1646 ქულით, 30-ე პოზიციაზეა. მოგების შემთხვევაში, 1826 ქულას დააგროვებს და თავის წინ მდგომ კარენ ხაჩანოვს გადაასწრებს. მეოთხედფინალური მატჩი 22:00 საათზე გაიმართება.

 

 

 

big_banner
არქივი