„5-7 ნოემბერს, ბაქოში 11 ქართველი სპორტსმენი იბრძოლებს. ოლიმპიური ჩემპიონობის შემდეგ, პირველ შეჯიბრზე იჭიდავებს ლაშა ბექაური, რომელსაც ოქროსფერი არშია დაუმშვენებს ზურგს“, - აღნიშნულია ძიუდოს ფედერაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შემადგენლობა
-60 კგ: ჯაბა პაპინაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი;
-66 კგ: ვაჟა მარგველაშვილი;
-73 კგ: ლაშა შავდათუაშვილი;
-81 კგ: თორნიკე ფოლადაშვილი, გიორგი შერაზადიშვილი;
-90 კგ: ლაშა ბექაური, ბექა ღვინიაშვილი;
+100 კგ: გურამ თუშიშვილი;
-52 კგ: მარიამ ჯანაშვილი, მზია ბებოშვილი.