logo_geo
ეთერ ლიპარტელიანი პარიზის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს
- +

16 ოქტომბერი. 2021. 20:06

 

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში გრანდ სლემის ტურნირზე ეთერ ლიპარტელიანი ფინალურ ბლოკში მესამე ადგილისთვის იჭიდავებს.

 

პარიზში გრანდ სლემმა ძიუდოში სტარტი დღეს აიღო. ტურნირზე ეთერ ლიპარტელიანმა პირველი ბრძოლა მავრიტანიელ კრისტიან ლეგენტილს მოუგო, ხოლო მეორე წრეში ახალგაზრდა ფრანგ ძიუდოისტთან დამარცხდა.

 

ლიპარტელიანმა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა რეპეშაჟიდან გააგრძელა, სადაც ფრანგი სპორტსმენი პრისცილა გნეტო დაამარცხა.

 

ფინალური ბლოკი თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყო.

 

https://imedinews.ge/ge/sporti/222796/eter-liparteliani-parizis-grand-slemze-brinjaos-medlistvis-ichidavebs

 

 

big_banner
არქივი