logo_geo
ბასილაშვილის მორიგი ტრიუმფი და ატირებული შარლოტა
- +

16 ოქტომბერი. 2021. 22:05

 

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი „ინდიან უელსის“ ტურნირის ნახევარფინალშია. მეოთხედფინალში მან მსოფლიოს მესამე ჩოგანი, ბერძენი სტეფანოს ციციპასი სამ სეტში - 6:4, 2:6, 6:4 დაამარცხა. ბასილაშვილმა „ინდიან უელსზე“ ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო.

 

ნახევარფინალამდე გზაზე საქართველოს პირველმა ჩოგანმა ასპარეზობას ამერიკელი კრისტოფერ იუბენქსი ესპანელი ალბერტ რამოს-ვინოლასი და რუსი კარენ ხაჩანოვი გამოთიშა. ნახევარფინალში ბასილაშვილის მეტოქე ამერიკელი ტეილორ ფრიცი იქნება. ამ გამარჯვების შედეგად ბასილაშვილი 160 000$-სა და 180 ქულას მიიღებს, რითაც მსოფლიოს 29-ე ჩოგბურთელი გახდება. ტურნირის საპრიზო ფონდი 8 359 455 დოლარია.

 

ტრიუმფის შემდეგ ბასილაშვილმა ერთ-ერთ კამერაზე შვილის სახელი, ლუკასი დაწერა. ქართველი ჩოგბურთელი ყოველთვის აღნიშნავს, რომ მისი ყველა გამარჯვება მის ვაჟს ეკუთვნის. გამარჯვების შემდეგ ბასილაშვილმა პრესკონფერენციაც გამართა და აღნიშნა, რომ უკვე დიდი ხანია შვილი არ უნახავს და კორტზე გადის, სწორედ ლუკასზე ფიქრი ამშვიდებს.

 

 

big_banner
არქივი