logo_geo
ეთერ ლიპარტელიანმა პარიზის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
- +

16 ოქტომბერი. 2021. 22:24

 

პარიზში გამართულ გრანდ სლემში ძიუდოისტმა ეთერ ლიპარტელიანმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

 

მესამე ადგილისთვის ბრძოლა ქართველ და ფრანგ ძიუდოისტს შორის არ შედგა, რადგან ეთერის მოწინააღმდეგე საჭიდაოდ არ გამოცხადდა.

 

ეთერ ლიპარტელიანი 57კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობს. სპორტსმენმა გრანდ სლემზე პირველი ბრძოლა მავრიტანიელ კრისტიან ლეგენტილს სუფთა გდებით მოუგო, ხოლო შემდეგ მეორე წრეში ახალგაზრდა ფრანგ ძიუდოისტთან დამარცხდა. ლიპარტელიანმა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა რეპეშაჟიდან გააგრძელა, სადაც ფრანგი სპორტსმენი პრისცილა გნეტო ულამაზესი გდებით, სუფთა გამარჯვებით დაამარცხა და ფინალურ ბლოკში გადაინაცვლა.

 

https://imedinews.ge/ge/sporti/222804/eter-lipartelianma-parizis-grand-slemze-brinjaos-medali-moipova

 

 

big_banner
არქივი