logo_geo
მაიამისთან შეხვედრაში მამუკელაშვილმა 27 წუთში 12 ქულა და 4 მოხსნა მოაგროვა
- +

22 ოქტომბერი. 2021. 15:23

 

 

„მილუოკი ბაქსის” ქართველმა ფორვარდმა „მაიამი ჰითთან” 95:137 შეხვედრაში 27 წუთი ითამაშა და 12 ქულა, 4 მოხსნა და 1 პასი ისე მოაგროვა, ბურთი არ დაუკარგავს. სანდრომ 5-დან 2 ორქულიანი, 4-დან 2 სამიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. ის მოედანზე მის პოზიციაზე მოთამაშე თანაგუნდელზე, ნბა-ს სუპერვარსკვლავ იანის ადეტოკუმბოზე მეტხანს იმყოფებოდა. იანისმა 23 წუთში 15 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა, - ინფორმაციას კალათბურთის ფედერაცია ავრცელებს.

 

მამუკელაშვილზე მეტი ხნით მოედანზე მილუოკელთაგან მხოლოდ გრეის ალენი იმყოფებოდა, რომელმაც 29 წუთში 14 ქულა მოაგროვა. სწორედ ალენი, ადეტოკუმბო და მამუკელაშვილი იყო „მილუოკის” სამი საუკეთესო მექულე ამ მატჩში, რომელიც ლამის ისტორიული გამოდგა „მაიამისთვის”. ფლორიდულ გუნდს NBA-ში ყველაზე დიდი სხვაობით 1994 წელს მოუგია, როცა „ლოს ანჯელეს კლიპერსი” 43 ქულით დაამარცხა. დღეს კი „მილუოკის” 42 ქულით აჯობა.

 

მამუკელაშვილი სათადარიგო იყო და თამაშში პირველსავე მეოთხედში, შეხვედრის მე-6 წუთზე ჩაერთო. მან პეტ კონუგტონი შეცვალა. როგორც სტატისტიკიდან ჩანს, სანდრო საკმაოდ პროდუქტიული იყო და მილუოკელთა ტოპ-3 შედეგიან მოთამაშეს შორის მოხვდა. მან ყველა პერიოდში გარკვეული დროით ითამაშა, რამაც ჯამში 27 წუთზე მეტი შეადგინა.

 

მომდევნო შეხვედრას „მილუოკი” 24 ოქტომბერს, ტეხასში, „სან ანტონიოსთან” გამართავს.

 

 

 

big_banner
არქივი