logo_geo
მამუკელაშვილის 6 წუთი და უქულო შეხვედრა
- +

24 ოქტომბერი. 2021. 10:02

 

 

გასული სეზონის გამარჯვებულმა, „მილუოკი ბაქსმა“ ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი შეხვედრა გამართა. ამჯერად მაიკ ბუდენჰოლცერის გუნდი „სან-ანტონიო სპურსს“ დაუპირისპირდა და მეტოქე 121-111 დაამარცხა.

 

მიუხედავად იმისა, რომ გუნდს აკლდა ბრუკ ლოპესი, ბობი პორტისი და სემი ოჯელეი, სანდრო მამუკელაშვილმა წინა მატჩებისგან განსხვავებით მცირე სათამაშო დრო მიიღო. მან 5:48 წუთი ითამაშა, რა დროშიც ერთი ჯარიმა აიღო, ქართველმა კალათბურთელმა საშუალო დისტანციიდან ერთხელ ისროლა და უზუსტოდ.

 

მატჩი ბოლო მეოთხედამდე ქულა ქულაში მიდიოდა. საწყის პერიოდში გუნდებმა ფრე ითამაშეს, მეორე მეოთხედში „ბაქსმა“ ოთხქულიანი უპირატესობა მოიპოვა, რაც ბოლო მეოთხედამდე შეინარჩუნა, ბოლოს კი მეტოქეს 10-ქულიანი სხვაობით მოუგო. შეხვედრაში საუკეთესო კრის მიდლტონი იყო, რომელმაც 28 ქულა დააგროვა, იანის ანტეტოკუნმპოს სამმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა, მის ანგარიშზე 21 ქულა, 8 პასი და 8 მოხსნაა. „სპურსის“ მხრიდან ყველაზე შედეგიანი 25 ქულით დაგ მაკდერმოტი აღმოჩნდა, 20 ქულაა კელდონ ჯონსონის ანგარიშზე.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი