logo_geo
ცნობილი ეკვადორელი მძლეოსანი ალექს კინონესი მოკლეს
- +

24 ოქტომბერი. 2021. 12:34

 

 

„ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ეკვადორელი სპორტსმენი, ალექს კინონესი, რომელმაც 2019 წელს, მძლეოსნობის მსოფლიო ჩემპიონატზე, 200 მეტრის დაფარვაში, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, მოკლეს“, - ამის შესახებ BBC წერს.

 

მას და მის თანმხლებ კიდევ ერთ პირს ქალაქ გუაიაკილში მდებარე სავაჭრო ცენტრთან ესროლეს. მოტივი, ჯერჯერობით, უცნობია.

 

ეკვადორის პრეზიდენტმა, გილერმო ლასომ პირობა დადო, რომ მკვლელობის უკან მდგომი პირები დადგინდებიან და დაისჯებიან.

 

2021 წლის პირველი 8 თვის განმავლობაში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეკვადორში მკვლელობათა რაოდენობა გაორმაგებულია.

 

 

 

right_banner big_banner
არქივი