logo_geo
ნიკოლოზ ბასილაშვილი დღეს პაბლო კარენო ბუსტას დაუპირისპირდება
- +

25 ოქტომბერი. 2021. 11:37

 

 

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ამერიკიდან ევროპაში გადაინაცვლა და ATP 500 Erste Bank Open Vienna, Austria მონაწილეობს. განახლებული რეიტინგით ნიკოლოზ ბასილაშვილი 25-ე ადგილს იკავებს და დღეს მსოფლიოს მე-18 ჩოგანს, ესპანელ პაბლო კარენო ბუსტას დაუპირისპირდება, - ინფორმაციას საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია ავრცელებს. ქართველი და ესპანელი ამ დრომდე ერთმანეთს კორტზე მხოლოდ ერთხელ დაუპირისპირდნენ. 2018 წელს, ჰამბურგში, მეოთხედფინალურ მატჩში ნიკოლოზ ბასილაშვილმა გაიმარჯვა. Erste Bank Open Vienna გამარჯვებული 125,520 ევროს და 500 სარეიტინგო ქულას გამოიმუშავებს.

 

 

big_banner
არქივი