logo_geo
დიეგო მარადონას ქალიშვილები ლეგენდის ხსოვნის მატჩს ეწინააღმდეგებიან
- +

29 ოქტომბერი. 2021. 10:10

 

 

რამდენიმე დღის წინ გამოცხადდა იმის შესახებ, რომ „ბარსელონა“ და „ბოკა ხუნიორსი“ პირველად გაითამაშებენ ამხანაგურ შეხვედრაში მარადონას თასს, რომელიც მიეძღვნება დიადი არგენტინელის ხსოვნას მისი გარდაცვალებიდან ერთი წლის თავზე.

 

დიეგო მარადონას ყოფილ კლუბებს შორის მატჩის ჩატარება შესაძლებელი გახდა ლეგენდის ადვოკატის მატიას მორლას შუამავლობით.

 

მატჩი გაიმართება 14 დეკემბერს, საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში. მაგრამ VIP-სექტორში მინიმუმ ორი სკამი ცარიელი იქნება: დიეგო მარადონას ქალიშვილებმა – დალმამ და ჯანინამ განაცხადეს, რომ მატჩს არ დაესწრებიან.

 

ამის მიზეზი – თამაშის კომერციული ნაწილია. როგორც „Deportes Cuatro“ წერს, მარადონას თასზე თამაში „ბარსელონას“ ორ მილიონ ევროზე მეტის გამომუშავების საშუალებას მისცემს.

 

დალმამ და ჯანინამ მკვეთრად გააკრიტიკეს მატიას მორლა და მატჩის ორგანიზატორები ლეგენდის ხსოვნის ხარჯზე გამდიდრების მცდელობისთვის. „ეს ბიჭი ერთხელ მამაჩემთან მივიდა, როგორც ფანი, ახლა კი ამტკიცებს, რომ მამის საიმიჯო უფლებების ექსკლუზიური მფლობელია და აცხადებს, რომ ჩვენ მისი შვილები არ ვართ“, – თქვა დალმა მარადონას ადვოკატზე.

 

მარადონას ქალიშვილებსა და მორლას შორის სერიოზული უთანხმოება არსებობს. ცოტა ხნის წინ, ადვოკატმა სასამართლოში უჩივლა დალმასა და ჯანინას სავაჭრო ნიშნის შესახებ კანონის დარღვევის გამო. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც არგენტინელი ლეგენდის ქალიშვილებმა სამეწარმეო საკუთრების ეროვნულ ინსტიტუტში სამი სავაჭრო ნიშანი დაარეგისტრირეს მარადონას გამოსახულებით. საბოლოოდ, ბუენოს-აირესის ფედერალურმა პალატამ არ დააკმაყოფილა მორლას სარჩელი.

 

 

 

big_banner
არქივი