logo_geo
იულიან ნაგელსმანი: ჩვენ ადამიანები ვართ და არა მანქანები
- +

29 ოქტომბერი. 2021. 19:40

 

 

„ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმა მისი გუნდის „მიუნხემგლადბახთან“ სენსაციური მარცხის შესახებ კომენტარი გააკეთა.

 

შეგახსენებთ, რომ „ბაიერნმა“ გერმანიის თასის 1/16 ფინალურ მატჩში „მიუნხენგლადბახისგან“ ხუთი უპასუხო ბურთი გაუშვა (0:5) და კრიტიკის ქარ-ცეცხლი დაიმსახურა

 

„ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მომენტია, – ციტირებს ნაგელსმანის სიტყვებს Deutsche Zeitung. – ჩვენ კი ადამიანები ვართ და არა მანქანები. ახლა ის დაგვრჩენია, რომ კვლავ დავამტკიცოთ – „ბაიერნი“ ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია“.

 

საინტერესოა, რომ „ბაიერნს“ აქამდე ხუთბურთიანი სხვაობით 43 წლის განმავლობაში არ წაუგია.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი