logo_geo
მარიამ ბოლქვაძე წყვილთა თანრიგში პუატიეს ტურნირის გამარჯვებულია
- +

31 ოქტომბერი. 2021. 18:46

 

 

ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე წყვილთა თანრიგში საფრანგეთში დასრულებული პუატიეს ტურნირის გამარჯვებულია. ახალგაზრდა ქართველი სპორტსმენი და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი სამანტა მიურეი ფინალში ფრანგულ წყვილს ელბი/ჟანჟანს შეხვდნენ და მეტოქეები ორ სეტში ანგარიშით 7:6 6:0 დაამარცხეს.

 

ბოლქვაძემ პუატიეს ტურნირზე ერთეულთა თანრიგშიც ითამაშა, მაგრამ, სამწუხაროდ მეოთხედფინალში ფრანგ პაკესთან დამარცხდა. შეგახსენებთ, რომ ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე დღეს ტრანსილვანიის ღიას (საპრიზო ფონდი 235 238 დოლარი) წყვილთა თანრიგის ფინალში ითამაშებს. მან და მისმა რუმინელმა მეწყვილემ, ირინა ბარამ ნახევარფინალში რუმინელები ბეგუ/მიტუ სამ სეტში ანგარიშით 6:3 2:6 10:7 დაამარცხეს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი