logo_geo
დღეს ბელგრადში, მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე, 5 ქართველი იასპარეზებს
- +

1 ნოემბერი. 2021. 12:13

 

 

ბელგრადში, 23 წლამდელთა მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატი იწყება. 7 ნოემბრის ჩათვლით, სერბულ ხალიჩაზე მსოფლიოს ჩემპიონ-პრიზიორები სამივე საჭიდაო სტილში გამოვლინდებიან.

 

დღეიდან, ხალიჩაზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები გავლენ. თბილისის დროით 13:30 საათზე დაიწყება წინასწარი ეტაპის შეხვედრები ხუთ წონით კატეგორიაში: 55, 63, 77, 87 და 130 კილოგრამებში. 19:00 საათზე კი საღამოს პროგრამის შეხვედრები შედგება და ამ წონებში ფინალისტები გამოვლინდებიან.

 

საქართველოს სახელით, დღეს მსოფლიოს კონკურენციაში ჩაებმებიან: გიორგი თოხაძე (55 კგ), ლერი აბულაძე (63 კგ), ნიკოლოზ ჭიკაიძე (77 კგ), თემურ ჭკუასელიძე (87 კგ) და გიორგი ცოფურაშვილი (130 კგ).

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი