logo_geo
ქართველმა მოჭიდავეებმა, ბელგრადში, მსოფლიოს ჩემპიონატზე, ასპარეზობა წარმატებით დაიწყეს
- +

1 ნოემბერი. 2021. 17:59

 

 

 

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე თემურ ჭკუასელიძემ (87 კგ) ბელგრადში მიმდინარე მსოფლიოს 23-წლამდელთა ჩემპიონატზე, ზედიზედ სამი შეხვედრა მოიგო, თან, სამივე ვადაზე ადრე და ნახევარფინალში გავიდა.

 

პირველ წრეში ჭკუასელიძემ სომეხი გევორგ ტადევოსიანი დაამარცხა, ანგარიშით 8:0. შემდეგ, ბულგარელ სვეტოსლავ ნიკოლაევ ნიკოლოვს აჯობა - 10:1. მეოთხედფინალში კი, თურქ მუჰუტდინ სარიჩიჩეკთან ბრძოლა 0:5 დან შეატრიალა სათავისოდ. მეორე პერიოდის დასაწყისში, როდესაც უკვე სამქულიანი უპირატესობით იგებდა (8:5), მეტოქე შებოჭა.

 

ნახევარფინალური შეხვედრები თბილისის დროით 21:00 საათიდან დაიწყება და ჭკუასელიძე ფინალის საგზურისთვის რუს ალექსანდრ კომაროვს დაუპირისპირდება.

 

ლერი აბულაძემ (63 კგ) მეორე შეხვედრაში რუსეთის ნაკრების წევრი გიორგი ტიბილოვი დაამარცხა, ანგარიშით 7:3 და ნახევარფინალში გავიდა, სადაც ირანელ ალი რეზა ნეჯატის დაუპირისპირდება. ტიბილოვთან დაჭიდებამდე, აბულაძემ ყაზახ ასუხატ მუხამადიევს მოუგო - 5:1.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი