logo_geo
მამიაშვილი 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალშია
- +

5 ნოემბერი. 2021. 19:50

 

 

 

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე 23-წლამდელ ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე. ორი ქართველი იჭიდავებს მედლისთვის.

 

73 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ალეკო მამიაშვილმა კი ნახევარფინალში მოლდოველი ძიუდოისტი ადილ ოსმანოვი დაამარცხა და ფინალში რუს ძიუდოისტ ხამზატ ახმაროვს დაუპირისპირდება.

 

გიორგი თუთაშვილმა ფინალში გასასვლელი ბრძოლა რუმინელ დუმიტრესკუსთან დათმო და ბრინჯაოს მედლისთვის ფრანგ კაზორლასთან იჭიდავებს.

 

ნატალია ყიფშიძე (48კგ) და ეთერ ლიპარტელიანი (57კგ) ტურნირს ადრეულ ეტაპზე დაემშვიდობნენ.

 

ეთერ ლიპარტელიანი, რომელიც საკუთარი წონის ლიდერი და ევროპის ჩემპიონატის მოგების ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი იყო, მოულოდნელად, გერმანელ სეია ბალჰაუსთან დამარცხდა.

 

ევროპის ჩემპიონატზე ფინალური ბლოკი 20:00 დაიწყება.

 

https://1tv.ge/news/mamiashvili-23-wlamdelta-evropis-chempionatis-finalshia-tutashvili-brinjaostvis-ibrdzolebs-video-1tvsport/

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი