logo_geo
„ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელი ჩავი ერნანდესი იქნება
- +

6 ნოემბერი. 2021. 10:14

 

 

„ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელი ჩავი ერნანდესი იქნება. ინფორმაციას ამის შესახებ კატალონიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

 

ჩავი ერნანდესის კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე იქნება გათვლილი.

 

კონტრაქტის ოფიციალური გაფორმება და ახალი მწვრთნელის პრეზენტაცია 8 ნოემბერს იგეგმება.

 

ჩავიმ თავისი სამწვრთნელო კარიერა კატარის „ალ-სადში“ დაიწყო, სადაც ფეხბურთელი კარიერის უკანასკნელი წლები გაატარა. 2 წლის განმავლობაში მან კატარულ კლუბთან 7 ტიტული მოიპოვა.

 

„ბარსელონა“ მწვრთნელის გარეშე 28 ოქტომბერს დარჩა. კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობამ ნიდერლანდელი სპეციალისტი რონალდ კუმანი მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გუნდის არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო დაითხოვა.

 

 

big_banner
არქივი