logo_geo
ბუდაპეშტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველომ ასპარეზობა 8 მედლით დაასრულა
- +

7 ნოემბერი. 2021. 14:46

 

 

ბუდაპეშტში მიმდინარე ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღეს 10 ქართველი ფინალურ ბლოკში გავიდა, მათგან 6-მა მედალი მოიპოვა, მათ შორის - 2 ოქროს, 2 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს.

 

ოქროს მედლებს 81 კგ. წონით კატეგორიაში ტატო გრიგალაშვილი, ხოლო 100-კილოგრამიან კატეგორიაში ილია სულამანიძე დაეუფლნენ. გრიგალაშვილმა ფინალამდე სლოვაკ, რუს და მოლდოველ მეტოქეებს აჯობა, ოქროს მედლისთვის შეხვედრაში კი ქართველ ვლადიმერ ახალკაცს მოუგო, რომელიც ვერცხლის მედალს დასჯერდა.

 

ილია სულამანიძემ ჯერ შვეიცარიელს სძლია და ნახევარფინალში ასევე ქართველ გიორგი ჩიქოვანს მოუგო, რომელიც ბრინჯაოს მედალს დასჯერდა, ფინალში ილიამ უნგრელი მეტოქე დაამარცხა.

 

78 კგ წონით კატეგორიაში ქალთა შორის ფინალში სოფიო სომხიშვილი გავიდა, თუმცა, გერმანელ მეტოქესთან წააგო და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

 

საქართველოს ნაკრებმა ასპარეზობა 8 მედლით დაასრულა - 2 ოქრო, 3 ვერცხლი და 3 ბრინჯაო. დღეს კი გუნდური შეჯიბრი გაიმართება.

 

 

 

big_banner
არქივი