logo_geo
გია ჭიაბრიშვილი: შვედებთან შეხვედრა მაღალ დონეზე ჩავატარეთ, მაგრამ მთავარია, ამ დონის შენარჩუნება
- +

13 ნოემბერი. 2021. 15:43

 

 

 

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ „ლოკომოტივის“ მთავარმა მწვრთნელმა გია ჭიაბრიშვილმა შვედეთის ნაკრებთან მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ბოლო ტურის შეხვედრის მოგებასა და საქართველოს ნაკრების ჩატარებულ თამაშებზე ილაპარაკა.

 

შვედეთთან თამაშს რაც შეეხება, ჩვენებმა კარგი ფეხბურთი აჩვენეს, გუნდი კარგად იყო ორგანიზებული და შედეგითაც ძალიან გაგვახარეს. გაგვიხარდება, მუდმივად ასეთ შედეგს თუ აჩვენებენ, თუმცა, მიმაჩნია, რომ საამისოდ ბევრი სხვა რამ უნდა დალაგდეს. მაგრამ ეს ის გამარჯვებაა, რაც ჰაერივით გვჭირდებოდა და მადლობა გუნდს, რომ ეს სიხარული გვაჩუქა.

მე მაინც მგონია, რომ ეს მოგება არ უნდა გახდეს ხმამაღალი განცხადების საფუძველი, რომ გამოჩნდა გზა და შემდეგ ციკლში წარმატებულ თამაშებს ჩავატარებთ. ჩემთვის წარმატება არის ის, როდესაც დიდ ტურნირზე მოხვდები. ჩვენ ყოველთვის გვქონდა წარმატებული თამაშები – ბოლო თამაშზე ჩვენებზე წნეხი არ იყო, რადგან ეს ციკლი დასრულებული გვქონდა. შვედებთან შეხვედრა მაღალ დონეზე ჩავატარეთ, მაგრამ ამ დონის შენარჩუნებაა მთავარი.

 

ჩვენ თუ ყველა ლიდერი ჯანმრთელად გვეყოლება, იმედი მაქვს, რომ მიზანს მივაღწევთ. თუმცა სულ ვიღაც გვაკლდება და მერე სახეცვლილ ნაკრებს ვიღებთ.

 

ციკლში ვინ მომეწონა? აზაროვი ძალიან მაღალ დონეზე თამაშობს და ის ჩემთვის ერთ-ერთი აღმოჩენაა. ცოტა დრო მიეცა, მაგრამ მიხარია, რომ გამოიძახეს და ათამაშეს დავით ვოლკოვი, რომელიც ძალიან მომეწონა. მას სუფთა ცენტრფორვარდის პოზიციაზე მაღალ სისწრაფეებზე შეუძლია თამაში. ალთუნაშვილი მომწონს და მიმაჩნია, რომ მან ძალიან მოუმატა.

 

 

 

big_banner
არქივი