ბორჯღალოსნები საფრანგეთს ისტორიაში მეორედ ხვდებიან, მაგრამ პირველად - მსოფლიო თასს მიღმა.
მაყურებელს პირდაპირ რეპორტაჟს ტელეკომპანია „იმედი“ სთავაზობს.
„ლე ბლეს“ პირველად 2007 წლის მსოფლიო თასზე, მარსელში ვეთამაშეთ და მაშინ მასპინძლებმა 64:7 მოიგეს. მას შემდეგ 14 წელი გავიდა და ფრანგებს „შემოდგომის ერთა სერიების“ ეგიდით დღეს, „სტად მატმუტზე“ ვერკინებით.