logo_geo
ბორჯღალოსნები საფრანგეთის ნაკრებთან დამარცხდნენ
- +

14 ნოემბერი. 2021. 20:18

 

 

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები საფრანგეთის გუნდთან დამარცხდა. „შემოდგომის ერთა სერიების“ ეგიდით შეხვედრა საფრანგეთში, ქალაქ ბორდოში გაიმართა და ანგარიშით 41 - 15 დასრულდა. საქართველომ ორი ლელო დადო - 46-ე წუთზე ეს ვასილ ლობჟანიძემ გააკეთა, 64-ე კი აკაკი ტაბუცაძემ.

 

მატჩს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ესწრებოდა. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს მაყურებელს ტრადიციულად ტელეკომპანია „იმედი“ სთავაზობდა.

 

ბორჯღალოსნები საფრანგეთს ისტორიაში მეორედ შეხვდნენ, მაგრამ პირველად - მსოფლიო თასს მიღმა. „ლე ბლეს“ პირველად 2007 წლის მსოფლიო თასზე, მარსელში ვეთამაშეთ და მაშინ მასპინძლებმა 64:7 მოიგეს.

 

შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 20 ნოემბერს, 18:30 საათზე ფიჯისთან გამართავს. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს მაყურებელს ტელეკომპანია „იმედი“ შესთავაზებს.

 

 

big_banner
არქივი