logo_geo
„მსოფლიო რაგბის“ ახალი რეგულაციები მორაგბეებს ნაკრების შეცვლის საშუალებას აძლევს
- +

25 ნოემბერი. 2021. 17:40

 

 

„მსოფლიო რაგბიმ“ შეამსუბუქა მკაცრი წესები, რომელიც მორაგბეებს საერთაშორისო დონეზე მხოლოდ ერთი ქვეყნის წარმოდგენის უფლებას აძლევდა. სიახლე განსაკუთრებით კუნძულელთა ნაკრებებს – ტონგას, სამოას და ფიჯის წაადგებათ.

 

2022 წლის იანვრიდან მორაგბეს უფლება ექნება, ითამაშოს დაბადების ქვეყნის, მშობლების ან ბებია-ბაბუის დაბადების ქვეყნის სახელით, თუკი პირვანდელ ნაკრებში სამი წელი არ უთამაშია. არსებობს კიდევ ერთი შეზღუდვა – სპორტსმენს ნაკრების შეცვლა მხოლოდ ერთხელ შეეძლება.

 

არსებული რეგულაციებით, მოთამაშეს არ აქვს უფლება, სანაკრებო დონეზე ორი ქვეყნის სახელით ითამაშოს, თუმცა, არსებობს ერთგვარი ხრიკი – ოლიმპიადის შესარჩევ ეტაპზე მოასპარეზე შვიდკაცა გუნდს შეუძლია აიყვანოს მორაგბე, რომელიც მათ ქვეყანაშია დაბადებული.

 

„მსოფლიო რაგბის“ განცხადებით, ახალი რეგულაციები მოთამაშეებს წაადგებათ და საერთაშორისო დონეზე კონკურენციას გაზრდის.

 

გადაწყვეტილებას მხარს მორაგბეთა საერთაშორისო კავშირიც უჭერდა, რომლის აღმასრულებელი დირექტორი ომარ ჰასანენი ამბობს, რომ სიახლით პირველ რიგში განვითარებადი, ანუ მეორე რანგის ქვეყნები იხეირებენ.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი