მორის ყვითელაშვილმა რუსეთში გამართულ გრან-პრის ფინალურ ეტაპზე პირველი ადგილი დაიკავა. ქართველმა მოციგურავემ მოკლე და თავისუფალი პროგრამების ჯამში 266.33 ქულა დააგროვა, რაც საუკეთესო შედეგია მის კარიერაში. ყვითeლაშვილი პირველი ქართველი მოციგურავეა, ვინც გრან-პრის ეტაპი მოიგო.
მეორე ადგილზე რუსეთის წარმომდგენელი მიხაილ კოლიადა გავიდა, მესამეზე კი იaპონელი კაზუკი ტომონო.
ყვითელაშვილი საქართველოს სახელით 2017 წლიდან ასპარეზობს. მისი მწვრთნელი ეთერი თუთბერიძეა.