logo_geo
კალათბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად მოქმედი პრეზიდენტიც დარეგისტრირდა
- +

2 დეკემბერი. 2021. 11:08

 

 

„საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტი, პაატა გურასპაულიც დარეგისტრირდა,“- ინფორმაციას კალათბურთის ფედერაცია ავრცელებს.

 

ის სრულუფლებიანი ხმის უფლების მქონე წევრის – თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის წარდგინებითაა რეგისტრირებული.

 

საერთო საარჩევნო კრება 11 დეკემბერსაა დაგეგმილი.

 

რამდენიმე დღის წინ, ამავე პოზიციის დასაკავებლად, რეგისტრაცია გაიარა საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა წევრმა, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა ვიქტორ სანიკიძემაც.

 

 

big_banner
არქივი