logo_geo
პირველად ჩემპიონთა თასზე, ნიკა ამაშუკელი და ქართული სამსაჯო ბრიგადა იმუშავებს
- +

2 დეკემბერი. 2021. 17:12

 

 

„ნიკა ამაშუკელი, შოთა თევზაძე და საბა აბულაშვილი პირველი ქართველი მსაჯები (ასევე ტიერ2 სარაგბო ქვეყნის წარმომადგენლები) არიან, რომლებიც ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე, ჩემპიონთა თასზე იმუშავებენ“, - ინფორმაციას რაგბის კავშირი ავრცელებს.

 

ტურნირი 1995 წელს, „ჰეინეკენის თასის“ სახელით დაარსდა და მასში ინგლისის, საფრანგეთის, ირლანდიის, უელსის, შოტლანდიისა და იტალიის წამყვანი კლუბები მონაწილეობენ. 2014 წლიდან მას ჩემპიონთა თასი ეწოდება და აქამდე არასდროს ყოფილა შემთხვევა, რომ მისი ეგიდით ჩატარებული მატჩი ტიერ2 ქვეყნის წარმომადგენელს ემსაჯოს.

 

12 დეკემბერს, 2021-22 წლების გათამაშების პირველ ტურში, ფრანგული „კასტრი“ „სტად პიერ ფაბრეზე“ ინგლისურ „ჰარლექუინსს“ ეთამაშება და მოედნის მსაჯი ნიკა ამაშუკელი იქნება. მას კიდეებიდან შოთა თევზაძე და საბა აბულაშვილი დაეხმარებიან.

 

 

big_banner
არქივი