logo_geo
ქართულ გუნდს პირველად ქალი პრეზიდენტი ეყოლება
- +

9 დეკემბერი. 2021. 14:25

 

„სოხუმის „დინამოს“ ქალთა გუნდის პრეზიდენტის თანამდებობას 25 წლის მარიამ დიასამიძე დაიკავებს“, – ინფორმაციას კლუბი ავრცელებს.

 

„მარიამ დიასამიძე უახლოეს პერიოდში შეხვდება გუნდის მწვრთნელებს და მათ სამომავლო გეგმებს გააცნობს. გვინდა, წარმატებები ვუსურვოთ სოხუმის „დინამოს“ ქალთა გუნდის ქალ პრეზიდენტს მარიამ დიასამიძეს“, – წერია გუნდის განცხადებაში.

 

კლუბის დირექტორმა დავით თაქთაქიშვილმა საქართველოს პირველ არხთან განაცხადა, რომ მარიამ დიასამიძე თავადაც ფეხბურთელი იყო.

 

„მარიამი ყოფილი ფეხბურთელია, ნიჭიერი ადამიანია და საერთაშორისო კომპანიასთან და ფეხბურთელთან კარგი კავშირები გააჩნია. მთლიანად ქალთა სექტორი მას გადავაბარეთ. მარიამი თამაშობდა 35-ე სკოლის გუნდში, „ნორჩი დინამოსა“ და სოხუმის „დინამოში“. ის ფეხბურთში ჩინებულად ერკვევა და დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ მიმართულებას სერიოზულად გააძლიერებს“, - აღნიშნა დავით თაქთაქიშვილმა.

 

შეგახსენებთ, რომ აქამდე ქალი პრეზიდენტის ორი პრეცედენტი იყო საქართველოში – ქუთაისის „იმერის“ საფეხბურთო სკოლის დირექტორი ქეთა ჯალაღანია გახდა, „ინტერი საქართველოს“ აკადემიას ანა წერეთელი ხელმძღვანელობს, ხოლო კლუბის პრეზიდენტად ქალი პირველად დაინიშნა. სოხუმის „დინამო“ კი საქართველოს ქალთა ასაკობრივი ნაკრებების ერთ-ერთი მთავარი მომმარაგებელია.

 

 

 

big_banner
არქივი