logo_geo
მოთამაშეებისა და თანამშრომლების დასაცავად, საფრანგეთში სტადიონებზე პლასტმასის ბოთლების შეტანა აიკრძალება
- +

16 დეკემბერი. 2021. 18:25

 

საფრანგეთში, სტადიონების ტერიტორიაზე პლასტმასის ბოთლების შეტანა აიკრძალება. ასევე, აკრძალული იქნება აღნიშნულ ბოთლებში ჩასხმული სითხეების გაყიდვაც, - ამის შესახებ CNN საფრანგეთის მთავრობის განცხადებაზე დაყრდნობით წერს.

 

აკრძალვის მიზანი გულშემატკივრების მხრიდან ძალადობის პრევენციაა, რათა ვერ შეძლონ მოთამაშეებისა და თანამშრომლებისთვის ბოთლების სროლა.

 

ფრანგი მინისტრები შეთანხმდნენ რეგულაციაზე, რომლის მიხედვითაც, თუ მსგავსი შემთხვევის შედეგად მოთამაშე ან მსაჯი დაშავდება, თამაში სრულად შეწყდება.

 

ამასთან, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს ტრიბუნასა და სტადიონს შორის რაიმე ბარიერის (მაგალითად, ბადის) დაყენება.

 

რეგულაციის ამოქმედება 2022 წლის ივლისიდან იგეგმება.

 

 

big_banner
არქივი