logo_geo
ლაშა ტალახაძე: შევეცდები, მომავალში კიდევ უფრო გაგახაროთ
- +

17 დეკემბერი. 2021. 19:37

 

 

ლაშა ტალახაძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე ორჭიდის ჯამში 492 კილოგრამი დაძლია, მსოფლიოს რეკორდი დაამყარა და შეჯიბრების დასრულების შემდეგ მოკლე კომენტარი გააკეთა:

 

„სრულიად საქართველოს და ყველა ჩემს გულშემატკივარს ვულოცავ ბარბარობის დღესასწაულს. ჩემი ქომაგობისთვის დიდი მადლობა. საოცარია სიხარულის ემოცია და შევეცდები, მომავალში კიდევ უფრო მეტად გაგახაროთ და თითოეულ თქვენგანს კიდევ ბევრი გამარჯვების წუთი მოგანიჭოთ.

 

ბედნიერი შობა-ახალი წელი გაგვთენებოდეს“.

 

შეგახსენებთ, რომ ლაშამ ატაცში 225 კგ ასწია, აკვრაში – 267 კგ. ორივე მსოფლიო რეკორდია.

 

 

big_banner
არქივი